მოგესალმებით, მეტყველების განვითარებას აქვს თავისი კანონზომიერება, თუმცა, ყოველი ბავშვის შემთხვევაში ეს შეიძლება ინდივიდუალური იყოს. 2 წლის ასაკიდან ბავშვი დაახლოებით 50 სიტყვას მაინც უნდა ამბობდეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვს ესმის თქვენი ინსტრუქციები და ასევე, თქვენც გაგებინებთ თავის სურვილებს.
კარგი იქნება ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რადგან ადრეულ ასაკში ჩარევა ყოველთვის უფრო ეფექტურია. სპეციალისტი დეტალურად შეაფასებს ბავშვს და საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ რეკომენდაციას, როგორ დაეხმაროთ და იმუშაოთ ბავშვის მეტყველების განვითარებაზე.